ვებგვერდი: www.braviton.ge
ბოლო განახლების თარიღი: 18.06.2026
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში — „წესები”) წარმოადგენს თქვენსა (შემდგომში — „მომხმარებელი” ან „თქვენ”) და შპს „ბრავიტონი”-ს, საიდენტიფიკაციო კოდი 245433829 (შემდგომში — „ბრავიტონი”, „კომპანია”, „გამყიდველი” ან „ჩვენ”) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ ვებგვერდის www.braviton.ge (შემდგომში — „ვებგვერდი”) გამოყენებასა და კომპანიის პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებულ პირობებს.
1.2. ვებგვერდზე შემოსვლით, მისით სარგებლობით, რეგისტრაციით ან/და შეკვეთის განთავსებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გესმით და სრულად ეთანხმებით წინამდებარე წესებს, აგრეთვე ვებგვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს ამ წესების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთობლიობაში.
1.3. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე წესების რომელიმე დებულებას, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისგან.
1.4. კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად, ნებისმიერ დროს, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში. განახლებული რედაქცია ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ცვლილებების შეტანის შემდეგ ვებგვერდით სარგებლობა ნიშნავს განახლებულ წესებზე თქვენს თანხმობას.
საკონტაქტო ინფორმაცია
- იურიდიული პირი: შპს ბრავიტონი
- საიდენტიფიკაციო კოდი: 245433829
- იურიდიული მისამართი: გიორგი ლეონიძის 25ა, ბათუმი
- ელ. ფოსტა: info@braviton.ge
- ტელეფონი / WhatsApp: 032 2 011 021
2. ტერმინთა განმარტება
თუ წესების ტექსტიდან ან კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- ბრავიტონი / გამყიდველი / კომპანია / ჩვენ — შპს ბრავიტონი ს/კ 245433829;
- მომხმარებელი / მყიდველი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ვებგვერდით ან/და ახორციელებს პროდუქციის შეძენას;
- მომხმარებელი (ფიზიკური პირი) — საქართველოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის მნიშვნელობით, ფიზიკური პირი, რომელიც პროდუქციას იძენს პირადი მოხმარების მიზნით, სამეწარმეო ან პროფესიული საქმიანობისგან დამოუკიდებლად;
- პროდუქცია / საქონელი — ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული სამშენებლო მასალები (მათ შორის, არმატურა, კონსტრუქციული ლითონი, ბადეები, ხელსაწყოები, სახარჯი მასალები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა);
- შეკვეთა — მომხმარებლის მიერ ვებგვერდის ან კომუნიკაციის სხვა არხის (ტელეფონი, ელ. ფოსტა, WhatsApp) მეშვეობით პროდუქციის შეძენის თაობაზე გაკეთებული მოთხოვნა;
- ხელშეკრულება — მომხმარებელსა და გამყიდველს შორის კონკრეტული შეკვეთის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც რეგულირდება წინამდებარე წესებით;
- სამუშაო დღე — კალენდარული კვირის დღეები, შაბათ-კვირისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების გარდა.
3. ვებგვერდის გამოყენების პირობები
3.1. ვებგვერდით სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
- არის 18 წელს მიღწეული, სრული ქმედუნარიანობის მქონე ფიზიკური პირი, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი;
- მის მიერ მითითებული ყველა მონაცემი არის ზუსტი, უტყუარი და განახლებული;
- ვებგვერდს გამოიყენებს კეთილსინდისიერად და მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის.
3.2. აკრძალულია ვებგვერდის გამოყენება ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც ლახავს კომპანიის ან მესამე პირების უფლებებს, აზიანებს ვებგვერდის ფუნქციონირებას, ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3.3. კომპანია უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, დროებით ან მუდმივად შეზღუდოს მომხმარებლისთვის ვებგვერდზე წვდომა, თუ დაფიქსირდა წინამდებარე წესების დარღვევა.
4. რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში
4.1. ვებგვერდის გარკვეული ფუნქციებით სარგებლობისთვის შესაძლოა საჭირო იყოს მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს: სახელს, გვარს/დასახელებას, ელ. ფოსტას, ტელეფონის ნომერსა და პაროლს.
4.2. მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს ანგარიშზე წვდომის მონაცემები და არ გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
4.3. წვდომის მონაცემების დაკარგვის, მოპარვის ან უნებართვო გამოყენების ეჭვის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს პაროლი და აცნობოს კომპანიას.
4.4. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიშის გაუქმება კომპანიის ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით.
5. პროდუქცია, ფასები და ხელმისაწვდომობა
5.1. ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის აღწერა, ფოტოები, ტექნიკური მახასიათებლები და ფასები მოცემულია მაქსიმალური სიზუსტით. თუმცა, კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ ფერი, ზომა, წონა ან სხვა მახასიათებლები ვიზუალურად ყოველთვის ზუსტად ემთხვევა ფაქტობრივ პროდუქტს, ეკრანის პარამეტრებიდან ან წარმოების დასაშვები ცდომილებებიდან გამომდინარე.
5.2. ფასები მითითებულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და მოიცავს დღგ-ს, თუ სხვა რამ პირდაპირ არ არის მითითებული. მიწოდების ღირებულება შესაძლოა დაერიცხოს ცალკე, შეკვეთის ეტაპზე.
5.3. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს პროდუქციის ფასები, ასორტიმენტი და მარაგი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილება არ ეხება უკვე დადასტურებულ შეკვეთებს.
5.4. ვებგვერდზე პროდუქციის განთავსება არ წარმოადგენს გამყიდველის უპირობო ოფერტს. გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას შეკვეთის მიღებაზე, მათ შორის, მარაგის ამოწურვის, ფასში ან აღწერაში დაშვებული აშკარა შეცდომის ან მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა მომხმარებელს სრულად უბრუნდება.
5.5. ბითუმად (დიდი მოცულობით) ან ინდივიდუალური პარამეტრებით (მაგ. დაჭრილი/მორგებული ზომით) მიწოდებული პროდუქციის პირობები შესაძლოა განისაზღვროს ცალკე შეთანხმებით ან კომერციული შეთავაზებით (ინვოისით).
6. შეკვეთის განთავსება და დადასტურება
6.1. მომხმარებელი პროდუქციას ირჩევს და ათავსებს კალათაში, რის შემდეგაც ავსებს შეკვეთისთვის საჭირო ინფორმაციას: მიმღების სახელი/დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი (საჭიროების შემთხვევაში), ტელეფონი, მიწოდების მისამართი, მიწოდებისა და გადახდის სასურველი მეთოდი.
6.2. შეკვეთა შესაძლოა განთავსდეს აგრეთვე ტელეფონით, ელ. ფოსტით ან WhatsApp-ის მეშვეობით.
6.3. შეკვეთის განთავსების შემდეგ მომხმარებელი იღებს დადასტურებას. ხელშეკრულება დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც გამყიდველი დაადასტურებს შეკვეთის მიღებას.
6.4. გამყიდველი უფლებამოსილია დაუკავშირდეს მომხმარებელს შეკვეთის დაზუსტების მიზნით. შეკვეთის შემადგენლობის ან ღირებულების ცვლილება მომხმარებელთან შეთანხმდება.
6.5. შეკვეთა შესრულებულად ითვლება და საქონელზე საკუთრების უფლება მომხმარებელს გადაეცემა საქონლის ჩაბარების მომენტიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. გადახდის პირობები
7.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს შემდეგი მეთოდებით:
- საბანკო ბარათით ვებგვერდზე (VISA / Mastercard)
- საბანკო გადარიცხვით (ინვოისის საფუძველზე) — განსაკუთრებით იურიდიული პირებისთვის;
7.2. ბარათით ონლაინ გადახდისას ტრანზაქციას ამუშავებს ლიცენზირებული საგადახდო პროვაიდერი. კომპანია არ ინახავს მომხმარებლის ბარათის სრულ მონაცემებს.
7.3. საბანკო გადარიცხვით გადახდისას შეკვეთის დამუშავება იწყება თანხის ჩარიცხვის დადასტურების შემდეგ.
7.4. გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ინვოისი/ჩეკი) კომპანია მომხმარებელს მიაწვდის მოთხოვნის შემთხვევაში.
8. მიწოდება
8.1. კომპანია უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებისთვის იყენებს Quickshipper-ის პლატფორმას. მიწოდების სასურველ მეთოდს მომხმარებელი თავად ირჩევს შეკვეთის დროს.
8.2. მიწოდების ვადა შეადგენს 1-7 სამუშაო დღეს შეკვეთის/გადახდის დადასტურების მომენტიდან. დიდი მოცულობის ან სპეციალური შეკვეთის შემთხვევაში ვადა შესაძლოა შეთანხმდეს ინდივიდუალურად.
8.3. მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია მისამართზე, საქონლის წონასა და მოცულობაზე და მომხმარებელს ეცნობება შეკვეთის განთავსებამდე.
8.4. საქონლის ჩაბარებისას მომხმარებელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი ვალდებულია შეამოწმოს საქონელი და ხელმოწერით დაადასტუროს მისი მიღება. თუ ჩაბარებისას არ დაფიქსირდა პრეტენზია გარეგნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩაითვლება, რომ საქონელს არ აქვს ხილული დაზიანება.
8.5. თუ მომხმარებლის ბრალით (მაგ. არასწორი მისამართი, კავშირის შეუძლებლობა) მიწოდება ვერ ხორციელდება, განმეორებითი მიწოდების ხარჯი შესაძლოა დაეკისროს მომხმარებელს.
9. კანონისმიერი (სავალდებულო) გარანტია და ნაკლის მქონე საქონელი
ეს თავი ეფუძნება საქართველოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონს და ვრცელდება მომხმარებელ ფიზიკურ პირებზე.
9.1. გამყიდველი ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისი საქონელი — ის, რომელიც შეესაბამება მითითებულ აღწერას, აქვს განცხადებული თვისებები და გამოსადეგია დანიშნულებისამებრ.
9.2. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს:
• საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა (პირველი რიგის უფლებები); ან
• ფასის შემცირება, ან ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნება — თუ შეკეთება/შეცვლა შეუძლებელია, არ განხორციელდა გონივრულ ვადაში, ან მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
9.3. მომხმარებელს არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
9.4. მომხმარებელს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა შეუძლია, თუ ნაკლი საქონლის გადაცემიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში გამოვლინდა.
9.5. თუ ნაკლი საქონლის მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში გამოვლინდა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ის არსებობდა მიწოდების მომენტში და მტკიცების ტვირთი ეკისრება გამყიდველს. 6 თვის შემდეგ გამოვლენილი ნაკლის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
9.6. კომერციული გარანტიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირობები არ ზღუდავს მომხმარებლის ზემოაღნიშნულ კანონისმიერ უფლებებს.
10. დისტანციური ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება (14 კალენდარული დღე)
10.1. მომხმარებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე, უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ვადა აითვლება საქონლის (ან ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას — ბოლო ნივთის) მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის (გარდა გადამზიდავისა) მფლობელობაში მიღების დღიდან.
10.2. უფლების გამოსაყენებლად მომხმარებელმა აღნიშნულ ვადაში უნდა აცნობოს გამყიდველს გადაწყვეტილების შესახებ — ნებისმიერი ცალსახა ფორმით (მათ შორის, დანართ №1-ში მოცემული ფორმით) ელ. ფოსტაზე info@braviton.ge ან მისამართზე გიორგი ლეონიძის 25ა, ბათუმი.
10.3. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
- დააბრუნოს საქონელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა შეტყობინების გაგზავნიდან;
- გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯი (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქონელი ნაკლის მქონეა ან არ შეესაბამება შეკვეთას).
10.4. გამყიდველი ვალდებულია დააბრუნოს მომხმარებლის გადახდილი თანხა შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, იმავე გადახდის საშუალებით, რომელიც მომხმარებელმა გამოიყენა. გამყიდველს უფლება აქვს, თანხის დაბრუნება გადაავადოს მანამ, სანამ არ მიიღებს დაბრუნებულ საქონელს ან მისი გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს.
10.5. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არ ვრცელდება, კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში:
- საქონელი დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული (მაგ. დაჭრილი ან მოჭრილი ლითონი/არმატურა საჭირო ზომაზე);
- მიწოდებული საქონელი თავისი ბუნებიდან გამომდინარე განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
- საქონელს დაკარგული აქვს სასაქონლო იერსახე ან სამომხმარებლო თვისებები მომხმარებლის ბრალით;
- სხვა შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით.
11. ინტელექტუალური საკუთრება
11.1. ვებგვერდი, მისი დიზაინი, ლოგო, ტექსტები, ფოტოები, გრაფიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა მასალა დაცულია საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით და წარმოადგენს კომპანიის ან მისი ლიცენზიარების საკუთრებას.
11.2. აკრძალულია ვებგვერდის შინაარსის კოპირება, რეპროდუცირება, გავრცელება ან კომერციული გამოყენება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
12. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
12.1. კომპანია არ აგებს პასუხს ვებგვერდის ფუნქციონირების დროებით შეფერხებაზე, ტექნიკურ ხარვეზებზე ან მესამე პირების (მაგ. საგადახდო პროვაიდერი, კურიერი, ინტერნეტპროვაიდერი) ქმედებებით გამოწვეულ ზიანზე, კანონით დაშვებულ ფარგლებში.
12.2. წინამდებარე წესების არცერთი დებულება არ ზღუდავს ან გამორიცხავს კომპანიის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, როცა ასეთი შეზღუდვა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მომხმარებლის კანონისმიერი უფლებების ნაწილში.
12.3. მომხმარებელი პასუხს აგებს მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
13. ფორს-მაჟორი
13.1. მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობისგან, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორი) — გარემოებებით, რომლებიც წარმოიშვა მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და სცილდება მათ გონივრულ კონტროლს, მათ შორის: სტიქიური უბედურება, მიწისძვრა, ეპიდემია/პანდემია, საომარი მოქმედება, საგანგებო მდგომარეობა, სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებები, საზღვრის ან საბაჟო პროცედურების შეფერხება, ლოგისტიკური ან ენერგოშეფერხება და მსგავსი გარემოებები.
14. პერსონალური მონაცემები
14.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ვებგვერდზე განთავსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის და საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად.
15. მარეგულირებელი სამართალი და დავის გადაწყვეტა
15.1. წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
15.2. მხარეები შეეცდებიან დავის მოგვარებას მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო. მომხმარებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია, აგრეთვე, მიმართოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესაბამის ორგანოს.
16. დასკვნითი დებულებები
16.1. სათაურები გამოყენებულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ მოქმედებს წესების ინტერპრეტაციაზე.
16.2. თუ წესების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, დანარჩენი დებულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
16.3. წინამდებარე წესები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის დაწყებიდან.
დანართი №1 — ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმა
(შესავსებია მომხმარებლის მიერ და გასაგზავნია გამყიდველთან, თუ მომხმარებელი სარგებლობს 14-დღიანი უარის თქმის უფლებით)
- გამყიდველი: შპს ბრავიტონი
- გამყიდველის მისამართი/ელ. ფოსტა: info@braviton.ge
- მომხმარებლის სახელი, გვარი: ________________________
- შეკვეთის ნომერი/თარიღი: ________________________
- საქონლის მიღების თარიღი: ________________________
- პროდუქტის დასახელება: ________________________
- საკონტაქტო მონაცემი: ________________________
- თანხის დასაბრუნებელი ანგარიში (IBAN): ________________________
- თარიღი და ხელმოწერა: ________________________